ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” მოწინააღმდეგეები დღესაც შეიკრიბებიან

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოწინააღმდეგეები დღესაც შეიკრიბებიან და ჩვენებას გააპროტესტებენ. აქციები თბილისსა და ბათუმში გუშინაც გაიმართა, თუმცა პირველი დღისგან განსხვავებით, აქციებს  სერიოზული ექსცესები არ მოჰყოლია. თბილისში კინოთეატრებთან სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. აქციის მონაწილეებმა სანთლები დაანთეს და ბოლო სეანსზე მისული მაყურებლები  შეძახილებით გააცილეს.