რამდენიმე საათიანი შესვენების შემდეგ კიევში საპროტესტო აქცია განახლდა. მოვლენების ეპიცენტრში ისევ რადას მიმდებარე ტერიტორიაა, სადაც ე.წ. კარვების ქალაქია მოწყობილი. მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები პოზიციების და ტეროტორიის დათმობას არ აპირებენ. უცვლელი რჩება მთავარი მოთხოვნა – პეტრო პოროშენკოს გადადგომა. ოდესის ყოფილი გუბერნატორი, რომელზეც გუშინდელი საღამოდან უკრაინაში ოფიციალური ძებნაა გამოცხადებული, მთელი დღეა, პარლამენტის შენობასთან იმყოფება, პერიოდულად მიმართავს მხარდამჭერებს და მედიისთვისაც განცხადებებს აკეთებს.
ლიკა ალელიშვილი, გიორგი დვალიშვილი და ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე უკვე მეორე დღეა კიევში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ.