როგორ აფასებს პოროშენკო კიევში მიმდინარე პროცესებს

კიევში მიმდინარე მოვლენებში რუსეთის კვალზე საუბრობს ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. ანტი-უკრაინული საქმიანობისთვის მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს გენერალური პროკურორიც. ოდესის ყოფილ გუბერნატორს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის დარღვევას ედავება. მასზე ოფიციალურად არის გამოცხადებული ძებნა, თუმცა მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში მისვლას არ აპირებს.