რატომ არ შეუშვეს ქართული მედიის წარმომადგენლები უკრაინაში

სავარაუდოდ სწორედ კიევში მიმდინარე მოვლენების გამო უკრაინის ტერიტორიაზე არ უშვებენ ქართველ ჟურნალისტებს. მესაზღვრეები აეროპორტში ჩასულ მედიის წარმოადგენლებს უკან ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე აბრუნებენ. ამ პრობლემის წინაშე დღეს დილით „მოამბის“ გადამღები ჯგუფის აღმოჩნდა.

სალომე ქოქიაშვილი კიევში ოპერატორთან და პირდაპირი ჩართვის ჯგუფის წევრთან ერთად მიემგზავრებოდა, თუმცა ახლა ეთერში თბილისიდან გვიერთდება.

დატოვე კომენტარი