კიბერთაღლითობის ახალი სქემა

თანხების გადარიცხვა, სესხების აღება, მობაილ ბანკების თუ მოქალაქეების პირადი სატელეფონო შეტყობინებების კონტროლი – ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს.

სებ-ი ბოლო პერიოდში გახშირებულ თაღლითურ მაქინაციებზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს. საუბარია სპეციალური აპლიკაციის გადმოწერაზე, რომლითაც თაღლითური ჯგუფები მომხმარებლების ტელეფონში არსებული ინფორმაციის კონტროლს და მოქალაქის პერსონალური თუ საფინანსო მონაცემების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ. ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, მოქალაქეების დასაინტერესებლად სხვადასხვა მეთოდს, მათ შორის სარეკლამო შეთავაზებებს და მიმზიდველ კომერციულ წინადადებებს მიმართავენ.