კიბერთაღლითობის შემთხვევები

საქართველოს ეროვნული ბანკი და საბანკო ასოციაცია მოქალაქეებს აფრთხილებენ. მათი ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კიბერთაღლითები მომხმარებლების ნაწილს კომერციული ბანკებისა და ცენტრალური ბანკის სახელით, უკავშირდებიან ტელეფონზე. ზარები როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ნომრებიდან ფიქსირდება და კიბერთაღლითები ძირითადად რუსულ ენაზე საუბრობენ. ისინი მოქალაქეებს სხვადასხვა საბანკო ტრანზაქციის განხორციელებას, ბარათის მონაცემების გაზიარებას ან უკვე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვენ. საქართველოს ეროვნული ბანკი და საბანკო ასოციაცია მოქალაქეებს მოუწოდებენ არ გასცენ პირადი და საბანკო მონაცემები მესამე პირებზე. მსგავსი კომუნიკაციის დამყარების შემთხვევაში კი მიმართონ საკუთარ ბანკებსა და სამართალდამცავებს.

რა სქემით მოქმედებენ კიბერთაღლითები, – თემაზე სიუჟეტი „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში იხილეთ.