პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს. ბოლო პერიოდში გახშირებულია სატელეფონო შეტყობინებები, სადაც აბონენტებს უცხოეთიდან ამანათის მიღებას ატყობინებენ და პერსონალური, მათ შორის საბანკო მონაცემების გაგზავნას სთხოვენ.
როგორც ირკვევა, თაღლითურ სქემას რამდენიმე დაზარალებული ჰყავს, რომლებიც შეტყობინებების ავტორების მითითების მიხედვით, კონკრეტულ ელექტრონულ ბმულზე გადავიდნენ. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამო საჩივრები პროკურატურაში გადაიგზავნება. კიბერთაღლითობის სქემა ე.წ. ფიშინგად ცხადდება. უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ პირადი მონაცემების შევსებამდე ყველა ელექტრონული ბმული შეამოწმონ.