ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე

რა ირკვევა იმ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებით, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე წარადგინეს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებები გამოიკვლიეს.  ჩანაწერები შემთხვევიდან მეორე და მესამე დღესაა მომზადებული. არასრულწლოვნები მომხდარის გარემოებებზე საუბრობენ.

პროკურორი ამბობს, რომ ჩანაწერები კანონის სრული დაცვითაა მომზადებული. დღესვე მედიასთან ფარულად მოპოვებული ჩანაწერები გარდაცვლილის მამამ, ზაზა სარალიძემ შეაფასა.