მკვლელობა გოგებაშვილის ქუჩაზე - ბრალის წარდგენა

თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმე. 4 მაისს გოგებაშვილის ქუჩაზე დაკავებულ დაცვის პოლიციის თანამშრომელს – კახაბერ კამლაძეს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. სავარაუდოდ დღესვე გაიმართება სასამართლო სხდომა, რა დროსაც მის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებენ.

ბრალდებულის ადვოკატს ჩვენი ჟურნალისტი, გენო ოსიყმაშვილი ესაუბრა და მას პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ. აღიარებს თუ არა ბრალს თავად დაკავებული?