მკვლელობა კახეთში

კახეთში, სოფელ შილდაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. ადგილობრივების განცხადებით, შემთხვევას, რომელიც გვიან ღამით მოხდა, წინ შელაპარაკება უძღვოდა. კონფლიქტისას 37 წლის ეჭვმიტანილმა მამაკაცმა, 25 წლის პირს დაზიანება ცივი იარაღით ყელის არეში მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაზიანებები აქვს თავად ეჭვმიტანილსაც, რომელიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.