ორი ადამიანის მკვლელობის საქმე გახსნილია

თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნილია. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1987 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, ფინანსური დავის ნიადაგზე, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა ცოლ-ქმარს, კვალის დაფარვის მიზნით კი, ცხედრები შემთხვევის ადგილთან ახლოს დამარხა და მიიმალა. ცხედრები ახლა ფასანაურშია გადასვენებული, სადაც მოკლული ქალის საცხოვრებელი ადგილი იყო. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.