ხმაურიანი სხდომა პარლამენტში

ხმაურია საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მსჯელობენ.

დეპუტატებმა მოუსმინეს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, რომელმაც ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ ითხოვს პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას.