ახალი ოპოზიციური გაერთიანებები ძველი ლიდერებით

წინასაარჩევნო კონფიგურაციები გამოკვეთილია. დიდი ოპოზიციური ერთობა ვერ შედგა. ოპოზიციურ ფლანგზე რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი იქნება წარმოდგენილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანების გარდა წინასაარჩევნოდ კიდევ ერთი ალიანსის პრეზენტაციისთვის ემზადებიან. საუბარია ნიკა მელიას ახალ პარტიაზე, რომელიც დიდი ალბათობით „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ყოფილ ლიდერს და ამ პარტიასთან დაკავშირებულ ადამიანებს გააერთიანებს. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიიდან პროტესტით წამოსულ მელიას მომავალ პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ნიკა გვარამიაც სახელდება. ოპოზიციური სპექტრის დანარჩენი პოლიტიკური აქტორები ყოფილი მმართველი პარტიისგან მაქსიმალურ დისტანცირებას ცდილობენ და დამოუკიდებლად საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვთ. მთავარი გათვლა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიმხრობაზე კეთდება, რომელთა რაოდენობა, ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, სულ უფრო იზრდება.

თეონა ხუბულავა არკვევდა, რა გადაჯგუფებებია მოსალოდნელი ოპოზიციაში 5%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.