თბილისში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვები დაიწყო.
მამინაცვალი, რომელსაც გერის სასტიკ მკვლელობაში ედება ბრალი, დანაშაულს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს. ბრალდებული ამტკიცებს, რომ 25 წლის ქალი მისი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ არ მოუკლავს.
საპირისპიროა ბრალდების მხარის ვერსია, რომელსაც მოკლულის დედის ჩვენებაც ამყარებს.
დღევანდელმა პროცესმა დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი, რომელზეც აპრილში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე შემაკავებელი ორდერი გასცეს, სპეცოპერაციის გზით დააკავეს.