ხმაური და დაპირისპირება იყო ფოთის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 8 საკითხი განიხილებოდა.
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარე გულგრილობაში დაადანაშაულეს. მათი განცხადებით, ირაკლი კაკულია ქალაქში შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტებით არ ინტერესდება, თუმცა პირადად ინტერესდება ქალაქის ცენტრში, სამედიცინო ცენტრის მშენებლობით, რადგან მას თავად აშენებს. ოპოზიციის მტკიცებით, ფოთის ცენტრში კლინიკის მშენებლობა გაუმართლებელია. ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს ფოთის მერი. მისი განცხდებით, სამედიცინო ცენტრის მშენებლობაში არა პირადად მისი, არამედ მისი ოჯახის წევრის ინტერესებია.
დაპირისპირება საკრებულოს თავმჯდომარესა და წევრს შორის სხდომის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა.