„კოლხეთი 1913“-ის ფეხბურთელების მოთხოვნა

ფოთის „კოლხეთი 1913“-ის ფეხბურთელები და გულშემატკივრები ფინანსურ დახმარებას ითხოვენ. საუბარია 45 ათას ლარზე, რომელიც გასულ სეზონში მოასპარეზე ფეხბურთელების დავალიანების დაფარვას უნდა მოხმარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდს სანქციები ემუქრება.

შეხვედრა დღეს ფოთის მერთან შედგა. ფინანსური სახსრების მოსაზიდად ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოლაპარაკებები კერძო სექტორთან დაიწყო.

 

დატოვე კომენტარი