სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა

კამილიელთა სამედიცინო ცენტრში სარეაბილიტაციო სტაციონარული განყოფილება გაიხნა.

განყოფილების გახსნის მიზანი პაციენტებისთვის ცხოვრების ხარისხის ამაღლება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების აღდგენაა. განყოფილება თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სარეაბილიტაციო აპარატურით აღიჭურვა. პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსდა. გახსნის ცერემონიას საქართველოში პოლონეთის ელჩი დაესწრო.