„კოლხეთი 1913“-ის ფეხბურთელების ნაწილი ფოთის მერს შეხვდა

საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი 1913“-ის ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების ნაწილი ფოთის მერს შეხვდა, თუმცა პრობლემა, რის გამოც დღეს ისინი მერიის შენობასთან შეიკრიბნენ მოუგვარებელი რჩება.

გუნდის წარმომადგენლების თქმით, აუცილებელია, დროულად გამოინახოს ფინანსური რესურსი, რომ გასულ სეზონში მოასპარეზე ფეხბურთელების დავალიანება დაიფაროს.

საუბარია 45 ათას ლარზე. აღნიშნული დავალიანების დაფარვა დღესვე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სპორტულ-ტექნიკური კომისია აამოქმედებს სანქციას და გუნდს ექვსი ქულა დააკლდება, ეს კი გუნდისთვის სატურნირო მდგომარეობის უკიდურეს გაუარესებას გამოიწვევს.