ამ დრომდე მცხეთის საავადმყოფოში რჩება მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებული ორი პირი.
პაციენტებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ. წინასწარი ინფორმაციით, მათ დაზიანებები თავის არეში აქვთ მიყენებული. დაპირისპირებაში გადაზრდილ აქციაზე სამართალდამცავებმა დღეს 6 პირიც დააკავეს. ყველა დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
მანანა დევაძე გვერთვება დეტალებით პირდაპირ ეთერში.