ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებთან ერთად ბათუმის მერობის კანდიდატი და მათი მხარდამჭერებიც მივიდნენ. დაპირისპირების მიზეზი გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობა იყო. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, მშენებლობის პროცესზე შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება მოახდინეს. 20-წუთიანი შესვენების შემდეგ სხდომა განახლდა.