ხმაური იყო ბათუმის საკრებულოს სხდომაზე და ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მოუწოდებდნენ „ქართულ ოცნებას“ არ დაემტკიცებინა მომავალი წლის ბიუჯეტი. დაპირისპირებისა და ინციდენტების მიუხედავად, საკრებულომ ქალაქის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 14 ხმით დაამტკიცა. ბათუმში ამჟამად სიმშვიდეა. ადგილზე მივიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. მომავალი წლის ბიუჯეტი და მისი დამტკიცების პროცედურა პირველ არხთან ბათუმის არჩეულმა მერმა შეაფასა.