საქართველოს სამუზეუმო კოლექციები ათამდე ცნობილი ტილოთი შეივსო. ქვეყანამ საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ გატანილი უნიკალური ექსპონატები დაიბრუნა. ნახატები ხელოვნების სასახლის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში განთავსდება. მათთან ერთად სასახლემ კერძო კოლექციებში დაცული მნიშვნელოვანი ტილოებიც შეიძინა.