აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ექსპოზიცია საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავს მათ წახალისებას და ეკონომიკურ გაძლიერებას. ინიციატორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და გენდერული თანასწორობის საბჭო.