ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით, პრევენციულ ღონისძიებებს განაგრძობს.
კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საგარეჯოში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, 8 კუბურ მეტრამდე წიფელას სახეობის საშეშე მერქანი უკანონოდ მოიპოვა.
სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილი დაილუქა.
მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.