ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი საგარეჯოში

ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით, პრევენციულ ღონისძიებებს განაგრძობს.

კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საგარეჯოში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, 8 კუბურ მეტრამდე წიფელას სახეობის საშეშე მერქანი უკანონოდ მოიპოვა.

სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილი დაილუქა.

მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა.

მასალები შემდგომი რეაგირებისთვის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.