საგარეჯოს წყლის სისტემის რეაბილიტაცია

საგარეჯოს წყლის სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ნოემბერში დაიწყება. სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წელს დაგეგმილ პროექტებშია განსაზღვრული, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა მოსახლეობას გააცნო. ამ დროისთვის ადგილობრივებს წყალი რამდენიმესაათიანი გრაფიკით მიეწოდება.

პროექტი მომავალი წლის შემოდგომაზე დასრულდება, რის შედეგადაც, მოსახლეობა უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავა. პირველი ეტაპის ფარგლებში, 127-კილომეტრიან მონაკვეთზე ქსელის მოწყობა დასრულდა. მეორე ეტაპის სამუშაოებს, მთავრობის დაფინანსებით, 5 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.