იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხონში, სოფელ გორდში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევი სახელმწიფო ტყეში უკანონოდ მოპოვებული 7 კუბური მეტრი წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქანს მაღალი გამავლობის ტრანსპორტით ახორციელებდა.
ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული მასალა გადატანილია ხონის საქმიან ეზოში.
მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება.