ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე მატარებელი ლიანდაგს ასცდა

შემთხვევა რკინიგზაზე. ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან ზუგდიდიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ლიანდაგს ასცდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ  „საქართველოს რკინიგზა“ წუხს მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და მიზეზების დადგენა.

მოამბე