ხაშოგის მკვლელობის საქმე  

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით ინდივიდუალური სანქციები დააწესა.

შეზღუდვები სულ საუდის არაბეთის 17 მოქალაქეს შეეხო, მათ შორის სტამბოლში სამეფოს გენერალურ კონსულს. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ შავ სიაში მოხვედრილ პირებს ჟურნალისტის მკვლელობასთან უშუალო კავშირი აქვთ. თურქეთის ხელისუფლება კი საუდის არაბეთის პროკურატურის მიერ საქმის გამოძიებით უკმაყოფილოა და მას უნდობლობას უცხადებს.