მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საღრმთო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს, შემდეგ კი ილია მეორე მრევლს ქადაგებით მიმართავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. დიდმარხვის ეს დღე მართლმადიდებლებისთვის თევზით ხსნილია.
ხარება ერთ-ერთია 12 უდიდეს საუფლო დღესასწაულს შორის. სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.