ყვარელში მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ხანძრის ქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები. ხანძრის ქრობას ხელს რთული რელიეფი და ძლიერი ქარი აფერხებდა, დღეს მეტეოროლოგიური პირობები შედარებით გაუმჯობესდა და ხანძარსაწინააღმდეგო პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი აღარ მონაწილეობს. ცეცხლი სამი დღის წინ გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დაიწვა ტყის ქვედა საფარი 5 ჰექტრის ტერიტორიაზე.