ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო პროცესი გრძელდება – მაშველები ამ ეტაპზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში არსებულ კერებს ამუშავებენ. ქრობის პროცესი მიმდინარეობს ასევე ქვაბისხევსა და აწყურს შორის მონაკვეთზე. კვლავ ფიქსირდება დაკვამლიანება.
ადგილზე თათია მაყაშვილი იმყოფება.