ხანძარი ზუგდიდში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დავითიანსა და ნარაზენში დღეს ხანძარი იყო. ცეცხლი ეკალბარდს გაუჩნდა, თუმცა ძლიერი ქარის გამო ხანძრის ჩაქრობა გართულდა, რის გამოც დავითიანში კერძო მესაკუთრეთა თხილის და მოცვის პლანტაციები დაიწვა. ამ დროისთვის ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობდნენ ზუგდიდის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველები და კეთილმოწყობის სამსახური. მერიაში ამბობენ, რომ შეისწავლიან კერძო მესაკუთრეთა ზარალს და კანონის შესაბამისად გაუწევენ დახმარებას. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.