ხანძარი იყო ოზურგეთში. სოფელ შემოქმედში ცეცხლი ტყეში გაჩნდა. იწვოდა ეკალბარდები და ტყის ქვედა საფარი.
ხანძრის შედეგად დაახლოებით 30 ჰექტარი მიწის ფართობი განადგურდა. რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო ტექნიკასთან ერთად, მეხანძრე-მაშველების დამატებითი ძალები იყვნენ მობილიზებული.
სოფელ შემოქმედში 70 მაშველი მუშაობდა. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ, მეხანძრეები ცალკეულ კერებს რამდენიმე საათის განმავლობაში ამუშავებდნენ.
ხანძარი ამ წუთისათვის უკვე ლიკვიდირებულია.