ხანძრის კერები ქვეყნის მასშტაბით

კვლავ ხანძარს ებრძვიან რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კრიხის მიმდებარედ. ხანძრის ლოკალიზება მაშველებმა გვიან ღამით შეძლეს, სალიკვიდაციო სამუშაოები კი დღეს დილიდან განახლდა. სამუშაოებში 150 მეხანძრე მაშველი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩართული.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში კი მესამე, გომის ტყეში კი მეორე დღეა ხანძრის კერებს ებრძვიან. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ვითარებას განსაკუთრებით ართულებს რთული რელიეფი, სახანძრო ტექნიკა ვერ ახერხებს ხანძრის ყველა კერასთან მიახლოებას. ხანძრის ჩამქრობ სამუშაოებში ჩართულია ორი ვერტმფრენი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ხანძრის ჩაქრობას 165 მეხანძრე-მაშველი ცდილობს. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში. ხელისუფლების შეფასებით გურიაში სიტუაცია ამ დროისთვის სტაბილურია.

ხანძარია თეთრიწყაროშიც, სოფელ კლდისუსკენ მიმავალ გზაზე. ცეცხლი ტყეში გამხმარ ბალახს და ტოტებს  უკიდია. ადგილზე მობილიზებულია 30 მეხანძრე მაშველი. ადგილობრივი პოლიცია და მოსახლეობა, ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. ხანძრის კერა მიუდგომელი ადგილზეა ტექნიკით მუშაობა გართულებულია.

დატოვე კომენტარი