ხანძარი ახმეტის მუნიციპალიტეტში

ტყეში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან ახმეტის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში.

რთული რელიეფის გამო ათამდე მეხანძრე მაშველს ცეცხლის კერამდე მისვლა ფეხით მოუწია.  მოსახლეობის ინფორმაციით, მატანისა  და ზემო ხოდაშნის ტყეში კვამლი დღის პირველ ნახევარში შენიშნეს და საგანგებო სიტუაციების სამსახურს შეატყობინეს. ქრობის პროცესში მაშველთან ერთად ადგილობრივებიც არიან ჩართული. ცეცხლი ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმფორმაციით, ზემო ხოდაშნის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკციდაციო სამუშაოები, მატანში კი ქრობის პროცესი ამ დრომდე  გრძელდება.