კეთილდღეობის პოლიტიკის ტრანსფორმაცია | რუბრიკა: ისტორიული ტრანფორმაციები

კეთილდღეობის სახელმწიფოს სოციალისტური მოდელი მეოცე საუკუნეში კეთილდღეობის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ მოდელად მიიჩნეოდა. ეს გასაკვირი სულაც არც არის, ვინაიდან კომუნისტური ეკონომიკური წესრიგის დამყარების იდეოლოგიური საფუძველი და გაცხადებული მიზანი სწორედ სოციალური პოლიტიკისა და კეთილდღეობის მიზნების შესრულება იყო. 90-იანი წლების კრიზისებმა და ახალი ეკონომიკური რეფორმების სტრატეგიებმა ფუნდამენტურად შეცვალეს კეთილდღეობის სახელმწიფოსა და სოციალური პოლიტიკის არსი. ნელ-ნელა შემცირდა კეთილდღეობისათვის გამოყოფილი რესურსები, გაუქმდა სოციალური დაცვის მექანიზმები და წარმოიქმნა ახალი საჭიროებები. ისტორიული ტრანსფორმაციების ამ სერიაში კეთილდღეობის სახელმწიფოს პოსტკომუნისტურ ტრანსფორმაციაზე ვისაუბრებთ.

42° პარალელი