42° პარალელი - იტალიის პოპულისტური კოალიცია / ესპანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი - პედრო სანჩესი / რობოტიზაციის მომავალი, ჩაანაცვლებენ თუ არა რობოტები ადამიანის შრომას / რატომ წარმოიქმნა და რა ფენომენია ევროოპორტუნიზმი?
  • იტალიის პოპულისტური კოალიცია – 3 თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ 5 ივნისიდან იტალიას ახალი პრემიერ მინისტრი და მთავრობა ჰყავს. მთავრობის შემადგენლობაში ორი პარტიის, ხუთი ვარსკვლავის მოძრაობისა და ჩრდილოეთის ლიგის წარმომადგენლები შედიან, რომლებიც გამოირჩევიან ანტიელიტისტური, ანტისისტემური, ევროსკეპტიკური და ხშირად ანტიმიგრანტული პოლიტიკითა და რიტორიკით. პოლიტოლოგი ბაქარ ბერეკაშვილი იტალიის პოპულისტური კოალიციის შესახებ გვესაუბრება, როგორც იტალიურ ასევე ფართო ევროპულ კონტექსტში.
  • ესპანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი – პედრო სანჩესი – ესპანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი 46 წლის სოციალისტი, ევროფილი პოლიტიკოსი პედრო სანჩესია. ის ესპანეთის მოსახლეობას ახალი ეპოქის დაწყებას ჰპირდება. მაშინ, როცა იტალიის ახალი მთავრობა ღიად ევროსკეპტიკურია, ხოლო გაერთიანებული სამეფო ბრექსიტის სისრულეში მოყვანის პროცესშია, ესპანეთის პრემიერ-მინისტრად მემარცხენე-ცენტრისტ პედრო სანჩესს ირჩევენ – 46 წლის ევროფილ პოლიტიკოსს, რომელიც ესპანეთის სოციალისტური პარტიის ლიდერია. სანჩესი პირველი პრემიერია ევროპაში, რომლის მინისტრთა კაბინეტში 11 ქალია და 6 კაცი. ქეთი თუთბერიძის სიუჟეტი
  • რობოტიზაციის მომავალი, ჩაანაცვლებენ თუ არა რობოტები ადამიანის შრომას – რობოტიზაციის პროცესი ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად სულ უფრო სწრაფი ხდება. კვლევები აჩვენებს რომ უკვე დღეს შესაძლებელია არსებული სამუშაოების ნახევრის ჩანაცვლება რობოტებით. ტატო ხუნდაძის სიუჟეტი რობოტიზაციისა და ავტომატიზაციის პროცესში არსებული ტენდენციების შესახებ.
  • რატომ წარმოიქმნა და რა ფენომენია ევროოპორტუნიზმი? – ევროოპორტუნიზმი ეს არის ნაციონალურ დონეზე პრაგმატული პოლიტიკის მეთოდი, რომელიც პანევროპული იდეის ერთგულებას, ევროპაცენტრისტული ხედვების შენარჩუნებას, მაგრამ გარკვეულ საკითხებში ევროპული პოლიტიკების წინააღმდეგ წასვლას გულისხმობს.
  • ინტერვიუ კლაუდია ლუჩანისთან – ინტერვიუ ევროსაბჭოს დემოკრატიული მმართველობისა და ანტიდისკრიმინაციული დეპარტამენტის დირექტორთან, კლაუდია ლუჩანისთან. რა გამოწვევებს უქმნის ციფრული სამყარო დემოკრატიას და რა შესაძლებლობებს აჩენს. როგორ უნდა დავიცვათ თავი ინტერნეტში გავრცელებული დეზინფორმაციისგან და როგორია ტრადიციული მედიის როლი დეზინფორმაციასთან ჭიდილში. ინტერვიუს უძღვება გიორგი გვიმრაძე

 

  

დატოვე კომენტარი