42° პარალელი - ირანის ბირთვული შეთანხმების მომავალი / ინტერვიუ ირანისტ ნიკო ნახუცრიშვილთან / რას გულისხმობს ირანთან ბირთვული შეთანხმება / ტერორიზმის ისტორიის ოთხი ფაზა / პუტინის ინაუგურაცია
  • ირანის ბირთვული შეთანხმების მომავალი – დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ბირთვული შეთანხმებით ირანმა უფრო მეტი სარგებელი მიიღო, ვიდრე აშშ-მა. ამიტომ მისი დატოვებით, ვაშინგტონი ცდილობს ირანის ხელისუფლებას ზემოთ აღნიშნული ფინანსური მონაგები წაართვას და რეჟიმი არჩევანის წინაშე დააყენოს: შეკვეცოს მისი საგარეო პოლიტიკური ხარჯები და შესაბამისად, შეასუსტოს რეგიონული გავლენები ან შეკვეცოს შიდა სოციალური ხარჯები და შეასუსტოს საკუთარი მმართველობის ლეგიტიმაცია.
    შოთა თხელიძის სიუჟეტი
  • ახლოაღმოსავლური სამკუთხედი – ინტერვიუ ირანისტ ნიკო ნახუცრიშვილთან – ირანის ურთიერთობები ისრაელთან და საუდის არაბეთთან. როგორ განსაზღვრავს ეს ურთიერთობები ირანის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულებას და რა გავლენას იქონიებს ბირთვული შეთანხმების შესაძლო გაუქმება ირანის შიდა მდგომარეობაზე. ინტერვიუს უძღვება გიორგი გვიმრაძე
  • რას გულისხმობს ირანთან ბირთვული შეთანხმება – მოკლე ფაქტები – გიორგი გვიმრაძის სიუჟეტი
  • ტერორიზმის ისტორიის ოთხი ფაზა – როგორ იცვლიდა ტერორიზმი სახეს ბოლო 140 წლის განმავლობაში – ნაროდნაია ვოლიადან დაეშამდე, ანარქიზმიდან რელიგიურ ტერორიზმამდე. თამამედროვე ტერორიზმს ოთხი ტალღა აქვს. დღეს მსოფლიო მეოთხე ტალღის ეპოქაში ცხოვრობს. ქეთი თუთბერიძის სიუჟეტი
  • პუტინის ინაუგურაცია – როგორი იქნება რუსეთის პრეზიდენტის მეოთხე ვადა. ინტერვიუ რეზი ქოიავასთან