ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი სოციალური პოლიტიკის მიმართულებით სისტემურ რეფორმებს აანონსებს.

დავით სერგეენკოს განცხადებით, პრობლემებთან საბრძოლველად უკვე შემუშავებულია სპეციალური სამოქმედო გეგმა, შეიქმნება სოციალური სამუშაოების პოლიტიკის საბჭო, რომელსაც თავად ჯანდაცვის მინისტრი უხელმძღვანელებს. ამასთან, სერგეენკოს თქმით, თბილისში ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სოციალური მუშაკების სამსახურიდან გათავისუფლება, სისტემურ პრობლემას არ უკავშირდება და აღნიშნული ზომა კონკრეტული შემთხვევის გამო გატარდა.

დატოვე კომენტარი