მსოფლიო მასწავლებლის ჯილდო კენიელ პედაგოგს ერგო. პიტერ ტაბიჩი მათემატიკასა და ფიზაკას ასწავლის. გამარჯვებული დუბაიში, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლინეს. პრიზის სახით ის მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
ათ ფინალისტს შორის იყო ქართველი მონაწილეც.
მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მოსაპოვებლად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა იბრძოდა.