საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა დეოლიგარქიზაციის საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. დეოლიგარქიზაცია არის ბევრი ქვეყნისთვის აქტუალური საკითხი, მათ შორის ჩემი ქვეყნისთვის. არის ბევრი გზა, რითაც ქვეყნები უმკლავდებიან არასათანადო გავლენას პოლიტიკურ სექტორში, – ამბობს კელი დეგნანი. ელჩის თქმით, ყველამ უნდა იმუშაოს გამჭვირვალობაზე, ანგარიშვალდებულებაზე, თამაშის თანასწორ პირობებზე, რომ მოსახლეობის ხმა იყოს აღქმული. მისი შეფასებით, პრობლემის აღმოფხვრას მეტი დროისა და ყურადღების დათმობა სჭირდება.