კელი დეგნანის განცხადება - შეფასებები

შტატების ელჩის განცხადებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციაში არ მალავენ, რომ არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარების იდეა, მართლაც მათ ეკუთვნოდათ და იდეა მხოლოდ ამ კონტექსტით არ შემოიფარგლებოდა. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ელექტრონული არჩევნები ვერ აზღვევს არჩევნების გაყალბების რისკებს. რაც შეეხება უმრავლესობას, მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ელექტრონული არჩევნების დანერგვის იდეა, სწორედ კელი დეგნანს ეკუთვნოდა და ახლა გაუგებარია მისი პოზიციის ცვლილება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ 2024 წლის არჩევნებზე მოსახლეობის 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების დახმარებით მიცემს, რაც მათთვის მიღწევაა და კიდევ უფრო დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისკენ გადადგმული დამატებითი ნაბიჯია.

კელი დეგნანის შემაჯამებელი პრესკონფერენცია