სალომე ზურაბიშვილის განცხადებები – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

18:12, 18.11.2023

საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ და განცხადებები ფრანგულ გამოცემასთან, მეორე დღეა, პოლიტიკური შეფასებების საგანია. ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა. როგორც ზურაბიშვილმა, le mondi-სთან ინტერვიუში განაცხადა, ივანიშვილი მათ რიგებშია, „ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება“.

ამასთან, კითხვაზე, როგორ ესმის ევროპული კომისიის რეკომენდაცია „დეოლიგარქიზაციაზე“, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის და „პასუხი დეოლიგარქიზაციაზე, მომავალ არჩევნებშია“.

მსგავსი