საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი

ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომაზე ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს.

დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირისა და ვენეციის რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა, საკანონმდებლო ცვლილებებს შვიდ, მათ შორის დეოლიგარქიზაციის მიმართულებით ითვალისწინებს. მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა დოკუმენტს დაამტკიცებს, ის განსახილველად პარლამენტში გაიგზავნება. სწორედ დეოლიგარქიზაცია, მართლმსაჯულების რეფორმა და მედიის თავისუფლებაა ის სფეროები, სადაც ევროკომისია ოქტომბრამდე ხელშესახებ შედეგს ელოდება. ამიტომ ევროკავშირის ელჩი პოლიტიკურ მხარეებს დარჩენილ დროში ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებს. თუმცა, პოლიტიკური მხარეები ინკლუზიურ პროცესს ამ დრომდე ვერ უზრუნველყოფენ და ურთიერთბრალდებების რეჟიმში რჩებიან.