კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოება - კონფერენცია თბილისში

კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოება, ენერგეტიკული ბაზრის გახსნის პირობებში. ამ თემაზე დღეს თბილისში კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიების მიზანია, საქართველოში ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და მასთან დაკავშირებული კრიტიკული საკითხების განხილვა.

ფორუმში ხელისუფლების, საეთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობენ.