შეწყვეტილი მაუწყებლობა

18:14, 14.07.2021

პრემიერის გადადგომისა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით ოთხმა ტელეკომპანიამ 24 საათით მაუწყებლობა შეწყვიტა.

ტელეკომპანია „პირველის“, „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „კავკასიის“ ეთერში შავი ფონია, რომელზეც თეთრი ასოებით წერია იმ ჟურნალისტებისა და ოპერატორების სახელები და გვარები, რომლებიც 5 ივლისის მოვლენებისას დაშავდნენ. საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ტელეკომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ. მორიგი საპროტესტო აქცია 17 ივლისსაა დაგეგმილი.

მსგავსი