საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბორჯომში, „კავალერიის შენობის“ რესტავრაციისა და მუზეუმად ადაპტაციის პროექტს ახორციელებს.
სამუშაოები მსოფლიო ბანკის მიერ სამი მილიონი ლარის დაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს კოსტავას სახელობის პარკში მდებარე „კავალერიის კორპუსის“ სრულ რეაბილიტაციას. მუზეუმში განთავსდება საგამოფენო დარბაზები, საკონფერენციო და საგანმანათლებლო სივრცეები, კაფე, ბიბლიოთეკა, მედია-თეკა და სველი წერტილები. დაგეგმილია მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
კავალერიის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მისი მშენებლობა 1880 წელს დასრულდა.