კატალონიაში არჩევნები დამოუკიდებლობის მომხრე პარტიების გამარჯვებით დასრულდა

კატალონიაში არჩევნები დამოუკიდებლობის მომხრე პარტიების გამარჯვებით დასრულდა. კარლეს პუიჩდემონის ყოფილი ლიდერის პარტიამ და დანარჩენმა კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის მომხრე პოლიტიკურმა ძალებმა 70 ადგილი მიიღეს პარლამენტში.

მოქალაქეთა პარტია, რომელიც ერთიან ესპანეთს ემხრობოდა,  საკანონმდებლო ორგანოში მათ ოპონირებას გაუწევს. მოქალაქეთა პარტიამ გუშინ შედეგი იზეიმა.

წინასწარი კვლევებით, პარტიების მონაცემები ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან და ვარაუდობდნენ, რომ ვერცერთი ძალა ვერ შეძლებდა უმრავლესობით პარლამენტში შესვლას.