საპროტესტო აქციები კატალონიაში 

სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია კატალონიაში.

დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებიდან ორი წლისთავზე ესპანეთის ავტონომიური რეგიონი ისევ მასობრივმა პროტესტმა მოიცვა. დამოუკიდებლობის მომხრეები ქუჩაში მას შემდეგ გავიდნენ, რაც ესპანეთის სასამართლომ კატალონიის ყოფილ ლიდერებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. მთელი ღამის განმავლობაში პარალიზებული იყო ბარსელონის აეროპორტი, არიან დაშავებულები. ავტონომიურ რეგიონში თვითგამორკვევის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნა კიდევ ერთხელ აქტიურდება. აქციები დაიწყო ბრიუსელშიც, სადაც კატალონიის ყოფილი ლიდერი 2017 წლის შემდეგ ცხოვრობს.